თელედა

თელედა თელავის ანტიკური სახელია. ექსკლუზიური ღვინოების მწარმოებელი კომპანია „თელედა“ სწორედ თელავში, ქართული მეღვინეობის ძირძველ ცენტრშია დაარსებული.

კომპანია აწარმოებს მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის მაღალი ხარისხის შერჩეულ ღვინოებს  ტრადიციული ქართული წესით ქვევრებში.  როგორც საუკუნეების წინ, ეს ღვინოები ნატურალურად, ბუნებრივი დუღილით ყენდება დანამატების, ხელოვნური სტაბილიზაციისა და ფილტრაციის გარეშე.

ღვინის მაღალი ხარისხი იშვიათი ვენახებიდან იწყება. ძველი, 60-80 წლის ვაზების ვენახი თელავში, სოფელ შალაურში, ალაზნის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს. ვაზების ღრმა ფესვთა სისტემა და ნიადაგის თავისებურება მაღალი მინერალიზაციის განსაკუთრებული ხარისხის ყურძნის მოყვანის საშუალებას იძლევა, რომელიც საგულდაგულოდ ირჩევა ნატურალური ღვინოების საწარმოებლად.

„თელედა“-ს მეღვინეობა თაობათა გამოცდილებას ეფუძნება. ამ ღვინის ავტორი, თემურ დაქიშვილი, მე-5 თაობის პროფესიონალი მეღვინეა, რომელიც საქართველოს საუკეთესო მეღვინეების, დაქიშვილების გვარის მეღვინოების დიდი ტრადიციების გამგრძელებელია.

ღვინო ჰარმონიულია და სასიამოვნო, ხასიათდება თაფლის, თეთრი და ყვითელი ჩირის მოტკბო-ხავერდოვანი არომატებით, ხანგრძლივი და სასიამოვნო დაგემოვნებით. 

ღვინოში შერწყმულია მზის ენერგია, მიწის მინერალები და ღვინის განსაკუთრებული სიყვარულით კეთების დიდი საოჯახო ტრადიციების დადებითი ემოცია.

„თელედა“-ს ლოგოა ბორჯღალი, მზის ანტიკური ქართული ნიშანი, რომელიც სიმბოლურად ყურძნის მოყვანისათვის საჭირო მზიდან მომავალი ენერგიის საწყისს აღნიშნავს. ის ასევე სიმბოლოა მარადისობის, ფესვის, საძირკვლის, მოსავლისა და ბარაქის, რაც ღვინის ხასიათსა და კომპანიის ფილოსოფიასაც გამოხატავს.

#

ვენახები და ჯიშები

ჩვენი ყურძნის მოსავალი იკრიფება კახეთის რამოდენიმე სოფელში,  საფერავი, რქაწითელი, და მწვანე მოკრეფილია თელავის რაიონ სოფელი წინანდალსა და კურდღელაურში

გაიგე მეტი
#

მარანი

ჩვენი თეთრი ღვინოები დადუღებულია და დაძველებულია ქვევრში დაახლოვებით 6 თვის განმავლობაში გამოიყენება კანთან კონტაქტი ქვევრში დაძველების მთელ პერიოდში.

გაიგე მეტი