ჩვენს შესახებ

მოკლე შესავალი

„თელედა“-ს მეღვინეობა თაობათა გამოცდილებას ეფუძნება. ამ ღვინის ავტორი, თემურ დაქიშვილი, მე-5 თაობის პროფესიონალი მეღვინეა, რომელიც საქართველოს საუკეთესო მეღვინეების, დაქიშვილების გვარის მეღვინოების დიდი ტრადიციების გამგრძელებელია. 

ღვინო ჰარმონიულია და სასიამოვნო, ხასიათდება თაფლის, თეთრი და ყვითელი ჩირის მოტკბო-ხავერდოვანი არომატებით, ხანგრძლივი და სასიამოვნო დაგემოვნებით. 

წარმოება

კომპანია აწარმოებს მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის მაღალი ხარისხის შერჩეულ ღვინოებს  ტრადიციული ქართული წესით ქვევრებში. როგორც საუკუნეების წინ, ეს ღვინოები ნატურალურად, ბუნებრივი დუღილით ყენდება დანამატების, ხელოვნური სტაბილიზაციისა და ფილტრაციის გარეშე. 

ღვინის მაღალი ხარისხი იშვიათი ვენახებიდან იწყება. ძველი, 50-60 წლის ვაზების ვენახი თელავში, სოფელ შალაურში, ალაზნის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს. ვაზების ღრმა ფესვთა სისტემა და ნიადაგის თავისებურება მაღალი მინერალიზაციის განსაკუთრებული ხარისხის ყურძნის მოყვანის საშუალებას იძლევა, რომელიც საგულდაგულოდ ირჩევა ნატურალური ღვინოების საწარმოებლად.