პროდუქტები

ჩვენი პროდექტების სია

საფერავი (დამზადებული ქვევრში) 2018

ჩვენი საფერავი დამზადებულია კახეთში 100% საფერავის ყურძნის ჯიშისგან. ღვინო დადუღებულია 8000 წლიანი ქართული ტრადიციული მეთოდით ქვევრში, დიდი თიხის ჭურჭელი, რომელიც მოთავსებულია მიწაში. მკვეთრი წითელი ხილის და კენკრის არომატები, სხეულიანი და ხავერდოვანი ღვინო, სანელებლების დაბოლოებით. ამ ელეგანტურ საფერავს აქვს კარგი დაძველების პოტენციალი.

რქაწითელი (დამზადებული ქვევრში) 2018

ჩვენი რქაწითელი დამზადებულია კახეთში რქაწითლის ჯიშის ყურძნისგან. ღვინო დადუღებულია 8000 წლიანი ქართული ტრადიციული მეთოდით ქვევრში, დიდი თიხის ჭურჭელი, რომელიც მოთავსებულია მიწაში. ღვინის კანთან კონტაქტის გამო ის არის ქარვისფერი. სასიამოვნო ველური ყვავილების ბუკეტი, ვაშლისა და გარგრის ჩირის არომატებით, ტკბილი სანელებლების და მშრალი მწვანილების გემოთი და ტანინიანი დაბოლოებით. დააგემოვნეთ შემწვარ გოჭთან, ხაჭაპურთან.

კუვეე-ქისი 2018

თეთრი მშრალი კუვეე დამზადებულია მწვანე, ქისი და რქაწითლის ყურძნის ჯიშისგან, რომელიც გაზრდილია თიხით მდიდარ მიწაზე ალაზნის ველზე. ცოცხალი და მსუბუქი ღვინო, ელეგანტური ციტრუსის, მსხლისა და თეთრი ატმის არომატებით და დაბალანსებული მინერალებითა და ტექსტურით. დააგემოვნეთ ზღვის პროდუქტებთან და ყველთან.

შუშხუნა ღვინო (ბრუტი) 2018

ბრუტი არის უნიკალური ღვინო დამზადებული 100% კახური მწვანე ყურძნის ჯიშისგან, რომლეიც პირველად დადუღდა ქვევრში ხოლო მეორე ფერმენტაცია შამპანურის მეთოდით წარიმართა.

არომატები: მწვანე ვაშლი, გახუხული პური

გემო: ცოცხალი, მსუბუქი, სასიამოვნო ხილის ტონებით დაბოლოებაში. იდეალურად დაბალანსებული სიმჟავე და სიმშრალე. ბრწყინვალეა ზღვის კერძებთან.