თელედა - ოგრო
ჩვენი სახელი
თელედა თელავის ანტიკური სახელია. ექსკლუზიური ღვინოების მწარმოებელი კომპანია „თელედა“ სწორედ თელავში, ქართული მეღვინეობის ძირძველ ცენტრშია დაარსებული.
„თელედა“-ს ლოგოა ბორჯღალი, მზის ანტიკური ქართული ნიშანი, რომელიც სიმბოლურად ყურძნის მოყვანისათვის საჭირო მზიდან მომავალი ენერგიის საწყისს აღნიშნავს. ის ასევე სიმბოლოა მარადისობის, ფესვის, საძირკვლის, მოსავლისა და ბარაქის, რაც ღვინის ხასიათსა და კომპანიის ფილოსოფიასაც გამოხატავს.
100 % დამზადებულია ქვევრში
ღვინის მაღალი ხარისხი იშვიათი ვენახებიდან იწყება. ძველი, 50-60 წლის ვაზების ვენახი თელავში, სოფელ შალაურში, ალაზნის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს. ვაზების ღრმა ფესვთა სისტემა და ნიადაგის თავისებურება მაღალი მინერალიზაციის განსაკუთრებული ხარისხის ყურძნის მოყვანის საშუალებას იძლევა, რომელიც საგულდაგულოდ ირჩევა ნატურალური ღვინოების საწარმოებლად.
წითელი ღვინო
ჩვენი საფერავი დამზადებულია კახეთში 100% საფერავის ყურძნის ჯიშისგან. ღვინო დადუღებულია 8000 წლიანი ქართული ტრადიციული მეთოდით ქვევრში, დიდი თიხის ჭურჭელი, რომელიც მოთავსებულია მიწაში. მკვეთრი წითელი ხილის და კენკრის არომატები, სხეულიანი და ხავერდოვანი ღვინო, სანელებლების დაბოლოებით. ამ ელეგანტურ საფერავს აქვს კარგი დაძველების პოტენციალი.
შუშხუნა ღვინო
ბრუტი არის უნიკალური ღვინო დამზადებული 100% კახური მწვანე ყურძნის ჯიშისგან, რომლეიც პირველად დადუღდა ქვევრში ხოლო მეორე ფერმენტაცია შამპანურის მეთოდით წარიმართა.
არომატები: მწვანე ვაშლი, გახუხული პური
გემო: ცოცხალი, მსუბუქი, სასიამოვნო ხილის ტონებით დაბოლოებაში. იდეალურად დაბალანსებული სიმჟავე და სიმშრალე. ბრწყინვალეა ზღვის კერძებთან.