საექსპორტო ხაზი

ექსპორტი „თელედა ორგოს“ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. ჩვენი ღვინოები მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში გადის. ყველაზე დიდი რაოდენობით  - აშშ-ის ბაზარზე, სადაც 2012 წლიდან ვართ წარმოდგენილი, შემდეგ უკვე - ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოში. საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, შვედეთი, შვეიცარია, ნიდერლანდები, ჩეხეთი, იაპონია, რუსეთი, ლატვია და  სომხეთი ის ქვეყნებია, სადაც ღვინის მოყვარულებს ჩვენი სასმლის  დაგემოვნება შეუძლიათ.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ადგილობრივი ბაზარიც, სადაც ამ წლების მანძილზე ერთგული მომხმარებელი შევიძინეთ, რომელიც მაღალი კლასის ნატურალურ ღვინოს აფასებს. მათ კი, ვისაც ჯერ არ აღმოუჩენია ჩვენი პროდუქცია, საქართველოს წამყვან ღვინის მაღაზიებში გამორჩეულ ასორტიმენტს ვთავაზობთ.