თანამშრომლობა Cathay Pacific-თან
2025 წლის აპრილში ჰონგ-კონგის უდიდეს ავიაკომპანია Cathay Pacific-თან მათი ახალი სერიის, Discovery-ის ფარგლებში დავიწყეთ თანამშრომლობა. პროექტის მიზანია, პრემიალური გასტრონომიული ხაზის მიმართულებით, ბიზნეს კლასის მგზავრებს დახვეწილ კერძებთან ერთად განსაკუთრებული ღვინოები შესთავაზოს, რომელთა მიღმაც მდიდარი კულტურა და ტრადიციები დგას. ამ კონცეფციას ზუსტად მოერგო „თელედა ორგოს“ ქვევრში დაყენებული საფერავი, რომელიც Cathay Pacific-ის წარმომადგენლებმა შეარჩიეს, როგორც 8000-წლოვანი ქართული ღვინის გამორჩეული ნიმუში.
Cathay Pacific ერთ-ერთი მოწინავე ავიაკომპანიაა – მისი ფლოტი ასზე მეტ მიმართულებას მოიცავს და ხშირად იღებს უმაღლეს შეფასებებს სერვისისა და კომფორტის თვალსაზრისით. ავიაკომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს საკვებისა და ღვინის ხარისხს, რაც მის მენიუსა და ღვინის ბარათშიც კარგად ჩანს. განსაკუთრებულ კერძებს განსაკუთრებული ღვინო სჭირდება. მათი ახალი ინიციატივა – მგზავრებს მსოფლიოს იშვიათ და უნიკალურ ვაზის ჯიშებისგან დამზადებული ღვინო შესთავაზოს, ფრენას კულტურულ და გემოვნურ აღმოჩენად გადააქცევს. ასეთი სასმელი მყისიერად აცოცხლებს ისტორიას და დროში მოგზაურობის ტოლფასია.
ეს პარტნიორობა ჩვენთვის მნიშვნელოვანი აღიარება, ქართული ღვინის საერთაშორისო წარმატებისთვის კი - კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია.